კოკოლაშვილი გელა
გაზიარება

*** "მე ყველა ტკივილს ვერ შევეგუე" ექსკლიუზივი

მე ყველა ტკივილს ვერ შევეგუე
და სხვა დღეების იმედით ვტოვებ
და როგორც ხვადი იაგუარი,
ძეძვით დაკაწრულს ვეყრდნობი ტორებს.
მე ათას წლების სათვალავიდან
შეგეჩვიე და გიყოფდი ლოგინს,
მერე ვიწყებდი ისევ თავიდან,
როცა საფლავის მადგამდნენ ლოდებს.
მე ამომქონდა შენი სხეული
დავიწყებიდან... და მლაშე ცრემლებს
მე გიმშვიდებდი და მერე ღამით
საკუთარ დუმილს ვათბობდი ცეცხლზე.
ეს იყო ადრე, ჩემი პროფილი
არა ჰგუობდა აღვირს და ნალებს,
ახლა კი ვწევარ მზით დაბორკილი
და მინდობილი სექტემბრის ქარებს.

??????