წერეთელი ირაკლი
გაზიარება

ნოეს კიდობანი ექსკლიუზივი

ეს კიდობანი გადარჩენის იმ ნოესია
დედამიწაზე ვინც პირველად დათვრა და მთვრალთა
აახმიანა ბოჰემა და ლა პოეზია.
მას შემდეგ წელი უამრავი მოსწყდა, წარვიდა,
შთამომავლობაც პირველმთვრალის ნოეს განდიდდა,
მრავალი სული ჯოჯოხეთის ბნელში შთავიდა
და უამრავიც ქრისტეს შემდგომ ნათელს ავიდა.
დღესაც დამხსნელი კიდობანი იმ ნოესია,
რომელიც დათვრა წარღვნის შემდეგ პირველი ქვეყნად
და სიმთვრალეში აახმიანა ბოჰემა და ლა პოეზია.

??????