შაბათაშვილი-დავარი ნანა
გაზიარება

დამაბრუნეო ექსკლიუზივი

დამაბრუნეო,
მევედრე და...
მოხვედ ნათელი!
მაგრამ რა დაგხვდა,
სადღა იყო ბაღი მგოსანთა?
ვისღა ელოდა გაძარცვული
მზის ხეივანი,
ანდა ეს ღამე იმ ნატვრებით
რად არ გვმოსავდა?
ვინ ჩაიმუხლა იმ ტაძართან?
ქარი თუ არის,
იქ რას აკეთებს,
რა, რა უნდა ხევის ბინადარს?
სახლი ჩემია,
მასპინძელიც თავად გახლავარ!
მზევ,
მოდი ჩემთან,
მო, ნათელო,
მოდი,
შინა ვარ!

??????