შაბათაშვილი-დავარი ნანა
გაზიარება

ღამის სტუმარი ექსკლიუზივი

რა უცაბედად მეწვიე ქარში,
ეღვიძა ქუჩას ღამის სიზმრიდან;
და როგორც იქნა პირველად დარჩი
საკუთარ თავთან,
როგორც სიკვდილთან.
იტვირთა ღამემ იმ ცეცხლის ალი,
სადღაც სინათლე დააგუმანა;
ცა ენთო შურის ათასი თვალით,
ეს არ იცოდი, ღამის სტუმარმა.

??????