შაბათაშვილი-დავარი ნანა
გაზიარება

თხის რქა ექსკლიუზივი

მიცავს სატურნი,
მზის სისტემის დიდი პლანეტა,
ვზეიმობ შობას,
ზოდიაქო თხის რქაა ჩემი,
ველად გახედნეს უცხო რემა
ქარის წისქვილის
და ცხელფლოქვება თეთრ კვიცების
ისმის ჭიხვინი,
მიწა მოქმედებს,
ნაყოფს სახავს სამსხმოიაროდ,
ღმერთი მფარველობს ანგელოსთა
საკრებულოდან,
მიცავს სატურნი,
მზის სისტემის დიდი პლანეტა,
როგორაც სუნთქვა,
ყვავილეთის უსასრულოდან.

??????