შაბათაშვილი-დავარი ნანა
გაზიარება

შენც თოვლით მოხვალ ექსკლიუზივი

მზე სადღაც დარჩა...
და მოდგა ჩრდილი,
მერე აქა-იქ გაკრთა სამყურაც,
ცამ წვიმისფერი სევდის ბაღიდან
ქარვის ფოთლები გადმომახურა.
... და ვხარობ მიწით,
_ რა ვარ?
_ ბალახი!
ზეცად კი... ჩემი სული მარტვილობს,
ვით შობისწინა ღამის ქალაქი,
შენც თოვლით მოხვალ,
ვიცი, აპრილო!

??????