მახარობლიძე გიორგი
გაზიარება

*** "მე მახსოვს, იმ დღეს დუელში მომკლეს" ექსკლიუზივი

მე მახსოვს, იმ დღეს დუელში მომკლეს,
შიგ მკერდში მომხვდა ნასროლი ტყვია,
არ გავაგრძელებ და ვიტყვი მოკლედ,
სიკვდილით გული არ დამწყვეტია.
აზრი არ ჰქონდა ჩემს გამარჯვებას,
სისხლით შეღება სვავმა ნისკარტი,
არც ამიღია ზემოთ მარჯვენა,
რადგან ვიცოდი, აღარ გიყვარდი.
როცა სიცოცხლეს მწუხარი აქრობდა,
ცაში ჩიტებმა შეჰქმნეს განგაში,
როგორც შენ თვალზე ცრემლი არ გქონდა,
ისე არ მქონდა ტყვია ნაგანში.

??????