მახარობლიძე გიორგი
გაზიარება

*** "ამ მოლოდინსაც..." ექსკლიუზივი

ამ მოლოდინსაც გამოღრღნიან სულში ჩრჩილები,
ამოხეთქავენ ჩემი ტვინის ცხელი ლავიდან,
ხოლო ტუჩები გვალვისაგან დახლეჩილები
იჩურჩულებენ, აღარ მოვა, გაჰქრა, წავიდა.
შენ ვერ გაიგებ ვარსკვლავები რატომ კვნესიან,
ანდა სიზმრებში ღამით თავზე როგორ გევლები,
მიტოვებული სიყვარულის ვარ ეკლესია,
ჩამოქცეულა ხავსიანი ჩემი კედლები.
უეცრად ქარში აკვნესდება ვიოლონჩელო,
ქარი ხემია, ხეები კი ნაზი სიმები,
საჭრეთლით ხელში დგას მოხუცი მიქელანჯელო
და ჩემს საფლავზე გაქანდაკებს გულმოდგინებით.
გახსოვს? მინდოდა სიყვარულით ზეცა ამეკლო,
დღეს კი არავის აღარაფერს არ ვემართლები,
რა მაღალი და შორი იყო შენი სამრეკლო,
რა პატარა და უსუსური ჩემი სანთლები.

??????