და მოდიოდა ქუჩაში ჩრდილი ექსკლიუზივი
ის გაბოროტდა და უკიდურეს
ო, უკიდურეს ზომას მიმართა.
ძლივს მოათრევდა მოგრძო კიდურებს
ჩრდილი, რომელსაც ეს მზე ემართა.
მოულოდნელად დაიწყო თოვა,
როცა ღრუბელი მივიდა ქართან.
დაასაფლავა თავისი თავი,
თავისი ხელით დახურა ფარდა.
ცა გამორბოდა სახეშეშლილი,
თვალები ცრემლით ამოვსებოდა
და მოდიოდა ქუჩაში ჩრდილი
კაცის – რომელიც არ არსებობდა.