მახარობლიძე თამარ
გაზიარება

მე შენ გაჩუქებ ექსკლიუზივი

ღამის ზღაპართა გამთენებელი,
ასე ძვირფასი შენი სახეა
და ჩემი დიდი უხსენებელი
სხვები სიყვარულს რომ ეძახიან,
ნელა მოცოცავს გადაღლილ სულში
ახლობელი და თან შორეული,
კრთის შენი ლანდი სადღაც წარსულში,
მზეთა ალერსით გადარეული.
შენ ისევ ბუდეს იშენებ ჩემში,
თეთრ ჩუქურთმებში ყვავილებს აწნავ,
გამოვარდნილა ქარი ქუჩაში
და ალვის ხეებს უწეწავს ნაწნავს.
ცხელი მზეებით მოაქსოვ კედლებს,
ჩახატავ სევდას და დიდ სინაზეს.
შენი სამახვშო ცას შეიკედლებს
გაავდრებული ღრუბლის ჯინაზე.
ეს მე ვარ შენი დიდი სასახლე
და თუ ავქარი ზეცას მონისლავს,
მე შენ გაჩუქებ ფერთა სიახლეს
და სურნელებას შემოდგომისას.

??????