შამანაძე შადიმან
გაზიარება

ხმით მიწის დანატირალი ექსკლიუზივი

სიმართლის ამარა დარჩენილან
ქართლის ბაღები და ველ-მინდორი.
ძილში ომისაგან Aჩარჩენილ ხმას
ახშობს დღე პირველი, დღე მეორე...
ნეტა კი შემეძლოს, ჭერად ვექცე
ყველა დევნილსა და რჩენილს მარტოდ.
ცალ-ცალი სცმევია ჩექმაც ფეხზე
დიდი იმპერიის რესტავრატორს.
აღა-მაჰმად ხანის დამწვარ თბილისს,
შაჰ-აბასის მიერ აჭრილ ვენახს,
ახლა რუსის ტანკი გადაუვლის,
დედაბუდიანად გამითელავს.
ქურთა, ერედვი და კარალეთი
ჩუმად მისტირიან სახლიკაცებს.
მალე გაუწყრებათ მამა ღმერთი,
მათ, ვინც ქართლის მიწა დაიტაცეს!
ტკივილს როგორ უხმოდ იშუშებენ,
მუდამ თავმდაბალი ქართლელები.
გულში კირად წვავენ შიშველ შიშს და
ვერგასათევ ღამეს ათენებენ.
ომმა გულისგულში ჩამახედა,
ყველა გრძნობის მოხდა ლუსტრაცია.
ქართლის მიწა ისევ ჩახმახზე დგას,
რუსით ნუ მაშინებ, თუ კაცი ხარ...

??????