ღამის ბარი ანუ ბარი-ბარში ექსკლიუზივი
ღამის ბარი, ნელი ბლუზი,
სიგარეტის ბოლი,
სხედან ერთად სხვისი ქმარი
და სხვა კაცის ცოლი...
ცოტა ლექსი, ცოტა ღვინო,
ბევრი ვიოლინო.
_ გთხოვ, ნუ ფიქრობ ნურაფერზე,
გთხოვ, არ მოიწყინო.
დღეა უფრო საქმიანი, უქმი არის ღამე.
ხვალ იფიქრე საყვარელო,
დღეს მითხარი რამე...
ღმერთმა უწყოს, ვინ ვის ეძებს,
ვინ ვისია სწორი.
იქვე, გვერდზე,
მაგიდასთან აიტუზა ჭორი.
სხვისი ქმარი, სხვისი ცოლი,
მაინც მუდამ ორი...
კაცი ისევ ცოლთან მივა,
ქმართან წავა ცოლიც...
ბარი დილით იკეტება,
არვინ რჩება ბარში.
ასეთია ეს ცხოვრება,
ვრჩებით ბარი-ბარში.