შამანაძე შადიმან
გაზიარება

საქმიანი წინადადება ექსკლიუზივი

ალუბლის ხეო, მე მოგიძღვნი
ლექსის გამოთქმის საიდუმლოს,
შენ აყვავების ნიჭი მიბოძე.
ჩვიდმეტში უკვე
გაბუსხული გქონდა ტუჩები.
ოცდასამში
კენწეროზე წაგეცხო საღებავი.
ოცდარვა მარტს _ ორშაბათ დღეს
დილიდან თეთრად გამოანათე.
აპრილია და მოიკაზმე დედოფალივით.
აპრილია და სისხლი გიდუღს,
თავბრუ გესხმის, გულს გეზიდება...
მარადისობა ერქვა შენს ზამთარს,
გასცდი დეკემბრის საუკუნეებს,
იანვრის ხუთგზის გამყინვარებას,
თებერვლის ახალ წელთაღრიცხვას,
გამოხვედი, გამოაღწიე.
ო, მე რომ წამით მაგრძნობინა
ეგ აღტყინება,
მეორედ მოსვლის სიხარული,
კვდომკის, გაქრობის არადჩაგდება...
ო, მე რომ ახლა ერთი წამით
შენს გულში დამსვა!

??????