უსაშველო, ანუ გაორებული დიდი ცოდვა! გალაკტიონი!!! ექსკლიუზივი
დაბრუნდე, თუ არა ღირს
უსაშველო დილემა,
`ქარი ქრის’’ და ქარი გღლისF
ფიქრი აღარ ილევა.
შეცდომების დგას ჯარი
აქეთ _ ბოლო ნაპირზე,
ცდილობს სულში გამჯდარი
ეშმა, ცოდვას დაგპირდეს.
აგერ ჭიქა არაყი
შირმად, ვითომ ლოთი ხარ,
დაბრუნდე თუ... არა ღირს
მიდიხარ, მით მოდიხარ.
ცას ამძიმებს ნაბიჯი _
ჩამოიქცა ცის თაღი,
მიწა მკლავებს გაგიშლის
უსაშველო გზით დაღლილს.
გზა _ საფრენი მიწისკენ,
უსასრულო საფრენი!
არაფრისკენ მიჰქრის დღეს
თავადაც არაფერი.
უკან არდაბრუნება
გონს ცოდვებით დაგესლავს,
მომხიბლავი ცდუნება
უსაშველო საშველს სხლავს.
შეცდომები დგას ჯარად,
შემოხაზე ფანქრით დღე,
გამოაღე ფანჯარა,
ცოდვისგან რომ გაფრინდე.
არეული მძიმე დღით
უიმედოდ ნაფრენი
დამსხვრეული იმედი
დაენარცხა ქვაფენილს.
დროს ჰკლავს ბოლო ნაბიჯი,
შეცოდების წერტილი,
დაიფერფლა რა ნიჭი
სულ და სისხლდაწრეტილი.