*** "შენს ვნებას უნდა მჭიდრო ლაგამი" ექსკლიუზივი
შენს ვნებას უნდა მჭიდრო ლაგამი,
რადგან ჰაერში ასვეტილ ნაძვებს
ლაჟვარდის ჭერიც კი ვერ აკავებს
და ქარიშხალიც კი ვეღარ აწვენს.
შენ გესალტება სხეულზე სიცხე
და გივიწროვებს ვიწრო სახედველს,
და საკუთარი თავის წინ ირცხვენ,
რადგანაც ვნება ვეღარ გახედნე.
დაოკდი, მთავარის დისკო იხრება
და ყვავილივით მაღალი სხივი
შენთან შემოაქვს, შენ კი გიხდება
სხივის დაჭერა, ვნება რომ ღვივის.
მაღლა, სულ მაღლა სართულში, სადღაც,
ეთხოვებიან ვიღაც გარდაცვლილს,
გარდაცვლილს შუბლზე უელავს დამღა
მთვარისა, მერე დრო რომ გააცლის.
სძინავთ შენს მტევნებს და მკრთალ ლოყებსაც
და თავზე გადგას ძილი ჩრდილივით,
და გახსნილ ტუჩებს ფრთხილად მოჰყვება
დაუხარჯავი ვნების ჩივილი.