ხვედელიძე დარეჯან
გაზიარება

თბილისური ნოსტალგია ექსკლიუზივი

დავეძებ ახალს, მაგრამ ამაოდ,
ძველი დიდი ხნის დაკარგულია,
ბეწვის ხიდზე რომ ისევ ქანაობს,
შენი ბედი და ჩემი გულია.
მე დავიკარგე, ცაც დაიკარგა,
გაუჩინარდა თითქოს ხმელეთი,
თუმც შევარდენის ფრთით დამიქარგეს
ლურჯი ოცნება _ ცა იმერეთის.
ჯრუჭის ხეობა, შავი ყვირილა,
წმინდა მღვიმევი, კაცხის ტაძარი,
ცვრიან მინდორზე ღინჭა, გვირილა,
კეცის მჭადებზე ბუხრის ღადარი.
არსად ჩანს მთვარე, მზეც დაიკარგა,
თვითმკვლელობამდე მიდის ჩოხელი,
მონატრებია თბილისს ნიკალა
და თბილისელებს ყარაჩოღელი.

??????