საღლიანი ერეკლე
გაზიარება

ნუგზარ ჭინჭარაულს ექსკლიუზივი

ერთი გზა გველის, სიხარულიც გავინაწილეთ,
სტვენა-სიმღერით გვაცილებენ სოფლის ბავშვები,
კოშკების ძირში დაბუდებულ ბარბაცა ჩრდილებს
დაჭერობანას ვეთამაშებით.
რწმენით ვივსებით, აღტაცება ცას შერევია,
ვიღაცა მღერის, მოურწყველი ლორთქო მდელო ვარ,
ნაღდი ხევსურის საწუხარი მხოლოდ ერთია,
მიწა, რომელიც თვით მუზების სამფლობელოა.
მოდი, გავსწიოთ და მივუხტეთ, ძმაო, მომხდურებს,
სირცხვილი ამ დღეს, სულისთქმა რომ არ დაგვაცალა,
შენ დილის წვიმა კენწეროდან მიწას ასხურე,
მე კი აბგიდან ამოვიღებ ლექსებს
ცალ-ცალად.
ერთი გზა გველის, სიხარულიც გავინაწილეთ,
სტვენა-სიმღერით გვაცილებენ სოფლის ბავშვები,
კოშკების ძირში მობინადრე ბარბაცა ჩრდილებს,
დაჭერობანას ვეთამაშებით.

??????