ხმალაძე მარინა
გაზიარება

ჩემი სადღეგრძელო ექსკლიუზივი

... და უფლის თასით დავლიოთ
სასოებისა, ტრფობისა,
შმაგი სიზმრების ახდენის,
მიუწვდომელის ხმობისა,
დროის და სივრცის გაცდენის,
ღვთიურ სიგიჟის ცნობისა,
ფიცვერცხლზე შეფიცულების
გაუტეხელი ძმობისა,
ირეალური სამყაროს
რეალურ გონში შობისა,
ახლის შეცნობის წყურვილის,
ძველი ფესვების ცნობისა,
ჩაუქი ქმრის და ალალ ძმის,
თეთრი მანდილის – ცოლისა,
სურვილის მუჭში მომწყვდევის,
მიწყივ ზეობის გონისა,
მომავლის მისათუთების,
წარსულის მარად ხსოვნისა.
არა დიდ ფულის, გენებში
დიდი კაცობის ქონისა,
ხალასი ნიჭის, მომავლის
ამ მთისა და ამ მოლისა,
ნათლის ზეობის, ბნელეთის
უკიდეგანო ძრწოლისა
და ჩვენი გულის წრფელი ხმის,
მრუდის და მართლის ცნობისა,
ვაზის მადლისა დავლიოთ
და ნაღდი ქართველობისა!

??????