ფიროსმანის მოტივებზე ექსკლიუზივი
დაასხი!
დღეს მინდა დალევა, არ მკითხო რატომ.
დაასხი!
დღეს უნდა დავიტირო წარსული მარტომ.
დაასხი! იცოდე, დღეს არ სვამთ არავინ,
დაასხი! დღეს მარტომ მსურს დავდგა კარავი.
დაასხი! ხომ ხედავ ცხოვრება გავიდა,
არაფერს, არაფერს არ ვიწყებ თავიდან.
დაასხი! ჩემსავე ქელეხში დღეს მე ვარ თამადა,
დაასხი!
საკუთარ სიცოცხლეს ვიგლოვებ თავადა,
დაასხი! ხომ ხედავ ცხოვრება გავიდა,
მე ისევ ვარდებით დავიწყებ თავიდან...