"ქართლის ცხოვრებიდან" ექსკლიუზივი
მწვერვალებზე ნისლი ბოლავს,
თვალნი ცრემლით დაგენისლა...
სტირი,
ცრემლი რამდენი გაქვს,
ცაო საქართველოისა.
ბარში ისმის ივრის მოთქმა,
მთაში ოხვრა არაგვისა,
ვეღარ უძლებს ქრისტეს რჯული
მოძალებულ მაჰმადს, ისლამს...
სპარსი არბევს ქართლს და კახეთს,
თურქი ძარცვავს ოშკს და ბანას,
გადაბუგულ ხეთა ჩონჩხებს
ღამის მრუმე ბინდი ფარავს.
აღარ რეკავს ტაძრის ზარი,
ნახირს არვინ არ მილალავს,
ტანჯვის მწუხრი ახრჩობს თბილისს _
მეტეხსა და ნარიყალას...
მწვერვალებზე ნისლი ბოლავს,
თვალნი ცრემლით დაგენისლა,
სტირი,
ცრემლი რამდენი გაქვს,
ცაო საქართველოისა.