*** "ვეფხვმა თქო:-ვეფხვი მიტო ვარ" ექსკლიუზივი
ვეფხვმა თქო: _ ვეფხვი მიტომ ვარ,
თორი დავტორო კარგ ყმისა,
კლდეები ჩამავასისხლო
დღისა და ღამის გაყრისას,
შამამეყრების შავფერა,
დამშანთ-დამდაგავ-დამღლისა,
შამააცვდების აბჯარი,
ხმალს გალევს, მკლავს არ გახრისა,
მარტო ი ერთ ყმას ვენაცვლე,
ადამიანის სახისას,
ჯაბანს რას ვაქნევ ტიალსა,
ფასი არა აქვ ძაღლისა,
თუ მამკლავს, ისევ მან მამკლას,
ისრედ სიკვდილი არც ღირსა,
მავჰკლამ და ზედ დავაკვდები
გულის ცეცხლ-სულის ნარგიზად,
ნეტა, შავქალა რად არ ვარ,
კოცნით ვკვდებოდე მაგისად,
მაგის სურვილით ვწვებოდე,
მაგის ცხელ სუნთქვა ბაგისად? _
ქალმა თქო: _ ქალი მიტომ ვარ,
ვეფხვთან მორკინალს ვყვარობდე,
იმის ნადელგმარ გულ-მკერდზე
უცხო ყოილად ვხარობდე,
იმის გამთოლავ თოლებსა,
თვითანვე დავითხაროდე,
მამიკლვენ? _ პირმცინარითა
მიწაში ჩავიხაროდე.
ლექსმა თქო: _ ლექსი მიტომ ვარ
არდავიწყებად ვრჩებოდე,
თავით დავენთო ლაღებსა,
სანთელ-საკმევლად ვდნებოდე,
დავედგა ციხე-კოშკადა, _
გაუტეხლობას ვრჩეობდე,
იმათ მოყვრების დაზრდაში
ღმერთსა და კაცთა ვმწეობდე.
დედამ თქო: _ დედა მითა ვარ,
ლეკვებსა ვზრდიდე მგლისათა,
შარცხვენის ფიქრი დასდევდეთ
ამ წუთისოფლის შიშადა.
სიკვდილმა: _ მე რო არ ვიყვე,
გულს აიყრიდით ცდაზედა,
ეგ რვალის აბჯარ-ჯავშანი
დაგჟანგდებოდათ ტანზედა,
არც მე მიხარის გულქვობა,
ყაშყაში ორბის ხმაზედა,
სიცოცხლით შაბეზრებულნი
თავს შაიქცევდით რაზედა?
სიცოცხლემ: _ შავქმენ სიკვდილი,
კარგ ყმათ საცდელად ჭირშია,
არდარიდებად სათქმელის
პირდაპირ მიხლად პირშია,
კაი ყმა არას ამბობდა,
თვალი ეჭირა მტერზედა,
ნიადაგ გაუტეხელი
ვეფხვივით იდგა ცერზედა,
მამულზე გადალეულსა
დაშნა შვენოდა წენზედა...