მაჭარაშვილი სოსო
გაზიარება

იმედის წნულში ექსკლიუზივი

რწმენის გარეშე დრო არ განცდილა,
არც სათნოება გაზრდილა სულში,
განწირულია ეჭვის ბაცილა,
გამომწყვდეული იმედის წნულში.
იმპერიების უჟმური მტრობა
უსახურია, ვითარცა მწუხრი,
მწამს უმაღლესი სიკეთის გრძნობა
და დაფნის რტოებს სიმართლეს ვუხრი.

??????