ნარმანია ზურაბ
გაზიარება

*** "ახლაც თვალებით ვაღვიძებ მწვერვალს" ექსკლიუზივი

ახლაც თვალებით ვაღვიძებ მწვერვალს
და ღრუბლებს წველის ქოხების დარდი,
ცის თაღზე დასჯილ ჯალათებს ჰგვანან
და თოკზე გარბის იჭვი და მარტი...
რა ვქნა და კვლავაც გემებს დავტვირთავ,
დავდგამ მდინარეს, ისევ დავაშრობ,
სჭირს მიწას ტანზე, როგორც იარა,
ჩემი ქალაქი და სათამაშო.

??????