ნარმანია ზურაბ
გაზიარება

*** "გვალვა არ არის..." ექსკლიუზივი

გვალვა არ არის მოსავლისათვის ისე საშიში,
როგორც სულისთვის ცრემლგამშრალი კაცის ჟინია,
საკუთარ თავზე წარმოდგენის ბოლავს ჰაშიში
და მთვრალს მოყვასის შეწუხების არ ეშინია.
არ ეშინია, რომ სინდისის დიდი თვალებით
ზურგს უკან ფიქრის ყველა ჩრდილი დანახულია,
ივსება მისი მახსოვრობა სხვისი ვალებით
და ეკარგება სულს სიკეთის ნიჭი სრულიად.
ჩვენ კი ამ ნიჭში, ვით სარკეში, ციდან გვხედავენ,
ციდან, რომლისაც მხედველობა უჩინარია...
ბავშვებს, უმამოდ დარჩენილებს, გაგვიბედავენ
წაგვართვან შენი შუქის სითბო, მზეო-მარიამ.

??????