ოთარაშვილი ვაჟა
გაზიარება

აგვისტო-2008, სოფ. ქვ-ჭალა ექსკლიუზივი

აგვისტოა, სოფლის შარას მივდევ,
სიცხისაგან ყველა ფშანი დაშრა...
გაიარა რუსის ტანკის ჩრდილზე
ამ ფშატივით ჭორფლიანმა ბავშვმა...
ისევ ძველი ნასაყდრალი გვიცავს,
სხვილოს ციხეც მეციხოვნედ შერჩა...
საქართველო დარდით გაიცრიცა
და ცის ნამი ენატრება ბეჩავს...

??????