ფლირტი ექსკლიუზივი
აღარ დამიბრუნდი...
ქალაქს აწევს ყინვა,
როგორც ვერცხლის ხუნდი...
თუმცა უმიზეზოდ
გული დაგიკოდე,
ბრაზით დადგა ზეზე
შენი მკერდის კბოდე...
ჩემთან თუ კი გინდა _
უნდა წამოხვიდე...
ბინდისფერი წინდა,
ფარავს ვნების ხიდებს...
გზები ამირიეს
შენმა უარებმა...
გულზე გაიარეს
იაგუარებმა...
ჯერ ღვინით შევავსებ
თასებს და ამ ჯამებს...
მაგ თვალებს ვადღეგრძელებ,
ასე რომ მტანჯავენ...
თრთიან ენძელები,
თოვლში ქვითინებენ...
სადაც გაგიხარდეს,
მოდი, იქ ინებე...
ოღონდ შემირიგდი _
დამსერე დანებით...
მერე: ჰაი, გიდი!
გაზაფხულს დანებდი...