ხეკორძულელის აღსარება ექსკლიუზივი
`არ უნდა ჩანდე ოსტატზე მეტი,
ბრძენი იყავ და ჩაგთვალონ შლეგად...~
მე უფლის ნებით ჩუქურთმას ვკვეთდი,
ხეკორძულას წყალს მასმევდა დედა...
`მოეკვეთება ყველას მარჯვენა,
მეფეზე მეტად ვინც იარწივებს!~
მაცხოვრის კვართის გადასარჩენად,
ფარისეველთა ვძლიე ქარ-წვიმებს...
მადლობა ღმერთო, ჩემი მარჯვენა,
ღირსი გახადე ტაძრის კედლისა...
ივერთა რწმენის გადასარჩენად,
ხუროთმოძღვრობა რომ დამეკისრა...
დაე, მომკვეთონ მეორე მკლავიც,
ოღონდ ერთობა იყოს ქართველთა...
ვერც წიწამურთან ვეღარ მომკლავენ
თუ საქართველოს სული გამთელდა...