მღვდლიაშვილი თინათინ
გაზიარება

ლიმნის ჩაი ექსკლიუზივი

ვიცი, მოხვალ, წელს თუ არა, _ გაისს, _
და მომართმევ ულამაზეს კალას...
მოგიდუღებ ლიმნის ყვითელ ჩაის
და მოვისმენთ _ კარერასს და კალასს.
დღე იქნება, ალბათ, _ ლიმნისფერი,
ლიმნის სუსხში შევაკვდებით აისს.
როდის მოხვალ? რახანია გელი...
როდის დალევ ჩემთან ლიმნის ჩაის?..

??????