მღვდლიაშვილი თინათინ
გაზიარება

მწუხრი ტაოში ექსკლიუზივი

ტაოს მწუხრში იცრემლება დოლისყანა, _
ტბეთის ჩრდილში ქორწილი აქვს მუსლიმს.
მეთორმეტე საუკუნე _ ოქროს ხანა!
მეთვრამეტე _ აქილევსის ქუსლი!
ყივის მოლა შატბერდთან და ერუშეთთან, _
ისტორიის უსამართლო მეხრე,
ეძებს ლაზი ხანძთასთან და ფანასკერტთან
საქართველოს ღვთივკურთხეულ მეფეს.
პონტოს ქარი გულს უკაწრავს საბა მტბევარს,
ეზრა ანჩელს _ სისხლიანი რთველი...
მეციხოვნედ უდგას ბაგრატ ქართულ მტევანს,
ყველისციხეს _ გობრონ-მიქაელი.
წვიმს და ჩუმად იცრემლება დოლისყანა,
ტბეთის ჩრდილში ქორწილი აქვს მუსლიმს!...
მეთორმეტე საუკუნე _ ოქროს ხანა!
მეთვრამეტე _ აქილევსის ქუსლი!

??????