გრიგალაშვილი ნოდარ
გაზიარება

საქართველოზე ბედნიერს ექსკლიუზივი

უკვე ამ წვიმის არიას
საკუთარ ჭერქვეშ ვხვდები,
მოწყენილები არიან
ჩემი მოყვარე მტრები.
ოცდამეათე ზაფხული
საკუთარ კართან ფეთქავს,
თუმცა რითმით ვარ გართული...
სხვა რამ მინდოდა მეთქვა:
შენ ხომ ორასი წელია
წამოხდილი გაქვს ჭერხო.
საქართველოზე ბედნიერს
ქართველს ნუ გახდი, ღმერთო...

??????