ხარაიშვილი ბეჟან
გაზიარება

სიყვარული იწყებოდა ასე ექსკლიუზივი

გახსოვს? ღამე სოფლის განაპირას,
კოდის წყალთან ხელადები ვავსეთ,
გეჩქარება? _ გკითხავდი და დუმდი...
_ სიყვარული იწყებოდა ასე!
სიზმრად გნახე, ღია სარკმლის იქით
გეხვეოდა ანგელოზთა დასი,
მოჩვენება? არა, ცხადი იყო...
_ სიყვარული იწყებოდა ასე!
შენს თვალებში ციმციმებდა, მახსოვს,
უსაზღვრო ცა, იმედებით სავსე,
ძილი გსურდა? არა, ღამის თევა...
_ სიყვარული იწყებოდა ასე!
ტოტებ-ტოტებ მოგყვებოდა მთვარე,
კოდის წყალთან ხელადები ვავსეთ,
გეჩქარება? _ გკითხავდი და დუმდი...
_ სიყვარული იწყებოდა ასე!

??????