სურათები ექსკლიუზივი
ღამე ამბორს გაინაზებს,
წყარო იჭვით ათრთოლდება,
მთვარე ამ დროს აივანზე
გამობრიჯიტბარდოვდება...
წმინდას, ფიფქ-თოვლ-ბაგემოსილ
წყაროს ახლა მთვარე რთავს და
ციდან თვითონ ანგელოზი
ჩამონესტანდარეჯანდა...
მხნეობს, ფრინავს თვალი ცაზე,
დათმო ძველი მზერის სევდა,
შემოდგომაც აივანზე
ამომერიმერიმერდა...
ცრემლებს ღვრიდა თითქოს დარდი,
სატრფოს სული გულით გრძნობს და
ეკლებიდან თვითონ ვარდი
ამოსულისულიკოვდა...
ვარდთან ფეთქავს, ეტრფის ნიავს,
ხარობს, ციდან მზიანდება,
ალბათ ახლა თეთრი იაც
ამოიაიავდება...
დიდგულმშვენობს გონის Fფიქრი...
ამ დროს ციდან: _ ფრთხილად, ფრთხილად,
თვით უმტვერო თოვლის ფიფქი
ჩამოთინათინათინდა...