ხომერიკი გიორგი
გაზიარება

მოცარტი და მე ექსკლიუზივი

ჩამოუქროლა სიომ ვიოლას, _
გვიყვარს იები ზემგრძნობიარე,
ვერ შეარხია სიმი იოლად,
და სამი სივრცით დავრჩით მშიერი.
ალბათ ასეთი თუა იღბალი
პოეტების და ორქიდეების;
შენ სილამაზით გადაიღალე,
მე _ სილამაზის ოქროიდეით.
პოეტებიო? რისთვის ვერ კლავენ?
არც აცოცხლებენ, დიახ, ასეა.
და პლანეტები ჩვენს ზრინს რეკავენ,
რადგან ვაჯობეთ ჩვენსავ ხასიათს.
მაღლა ზეცაში ცივა, ო, ცივა,
ლოყის შეფაკვლა ზეცამ არ იცის!
მათხოვე სითბო, თოვლივით ცვივა
ზეციდან ია და ბარბარისი.
ნეტა ვინ ითმენს ასეთ მასკარადს,
გულზე რას გაწერს შავი თავადი?
რა გრძელი არის სიტყვა: ვარსკვლავი,
რა ახლო არის ვარსკვლავებამდე!
ხელს რად არ უშლის ვარსკვლავი ვარსკვლავს
ამ გატანჯულ და ულმობელ ცაში?
აი, ეკლები, სისხლი, ...ად ასტრა,
პატარა მზე და პატარა ბავშვი.

??????