გაბური ალექსანდრე
გაზიარება

*** "ვინაც გელოდა, შენ ის დატოვე" ექსკლიუზივი

ვინაც გელოდა, შენ ის დატოვე,
ნანატრი მხარეც წყალს გაღმა დარჩა...
ვინ გაპატიებს აქ სიმარტოვეს,
დილის ძოწსა და საღამოს მარჯანს.
მწუხრი გადახრის თვალების ავდარს
და უპასუხოდ ერთი დღეც წავა...
ვინ დაგანებებს საკუთარ თავთან,
საკუთარ ფიქრთან ყოფნას და დავას.
საბედისწეროდ გაცდუნა მარტმა,
კვნესს ნაზამთრალი ვნებების წყლული.
არ დაგითმობენ მიამიტ ნატვრას,
ღამის გუბეში ჩაქცეულ დუმილს.
სიმართლე ხანჯლის პირებზე ელავს, _
დასაბამიდან ეს ბედი დაგყვა.
ვინ დაგამადლის სამ სიტყვა წყევლას,
წყლის-ნათელ დღეთა ნუგეშად-ნაყვას.
რისხვად მოიქცა ყურიც საწიერს.
ვინ გაპატიებს საკუთარ რწმენას,
საკუთარ ტკივილს ვინ გაპატიებს.
არ შეგარჩენენ ყვავილთა ციმციმს,
ფშანის პირებზე ჩრდილების დახრას.
მე გითხარ... ახლა შენ თვითონ იცი _
ისევ დარჩები, თუ მაინც წახვალ!.

??????