*** "იმ შეცდომებით, ტკივილით, ტანჯვით" ექსკლიუზივი
იმ შეცდომებით, ტკივილით, ტანჯვით,
დღეებით _ მთვარის ვნებით დამთვრალით,
ფეხდაფეხ მომდევ და ვიცი დამსჯი,
ერთხელ დადგება ბოლო ზამთარი.
ჩაქრება დღეთა ლურჯი ხარება,
ქარებს წაყვება ზაფხული ცხელი.
ზღვა სიხარულს და ზღვა მწუხარებას
გადამიწონი ერთადერთ ცრემლით...
მანანებ მზეზე დაფერილ სურვილს,
ღამეებს_შენზე ფიქრებით დაღლილს
და შეიქმნება ცივი და ჩუმი
დედა-სამყარო _ ვეება სახლი.
იმ სიხარულით, ლტოლვით, განცდებით,
იმ ტყუილ-მართლით, ფიქრით, დარდებით,
ერთხელ ხელებში შემოგაცვდები,
გაგელევი და გაგითავდები.