გაბური ალექსანდრე
გაზიარება

*** "ისევ დასთელავთ ვაჟები ჩორეხს" ექსკლიუზივი

ისევ დასთელავთ ვაჟები ჩორეხს,
მზერას გაჰკიდებთ შავწყალს და ბისნას,
ნუ დაადუმებთ მთა-კლდეებს, თორემ
მიჩუმებული მამული მტრისას!
გარიჟრაჟისას წამოშლით გორებს,
არ მოგეშლებათ იმედი მზისა,
ნუ გააბორტვებთ ხატისკარს თორემ
რწმენამოშლილი მამული, მტრისას!
აღმა შევყვებით დღეთა ფალანგებს,
ტკივილს გრიგალებს გაატანთ ნისლად,
ისევ თქვენ გაზრდით სამას არაგველს,
უარაგველო სიცოცხლე მტრისას!

??????