გაბური ალექსანდრე
გაზიარება

*** "სად დაეთხრება თვალები ივლისს" ექსკლიუზივი

სად დაეთხრება თვალები ივლისს,
ნიშნს სად მიუგებ საწუთროს მედინს?
ამაღლებულზე შრიალებს თრიმლი, _
ერთი სიცოცხლის ლოდინზე მეტი.
გვერდს ვერ აუვლი, ამაოდ ჩქარობ,
საკუთარ ბედს და საკუთარ წერტილს.
ვერხვიანებში წკრიალებს წყარო, _
ერთი სიცოცხლის წყურვილზე მეტი.
დღე-დღე ფერები აკლდება წადილს,
მაგრამ ამაზე არავის ეტყვი,
ქარს მიაქვს ფოთლის უღონო ლანდი, _
ერთი სიცოცხლის სიკვდილზე მეტი.

??????