გაბური ალექსანდრე
გაზიარება

*** "ვიდრე ვექნები დამღონე" ექსკლიუზივი

ვიდრე ვექნები დამღონე
ხახამოღერილ საწუთროს,
ავათქარუნებ მთა-გორებს,
რომ ცა და მყარი გავწურთნო.
დღე სხივს მომაწვდის წარუშლელს,
მწუხრს კურატივით დამიკლავს,
ხახმატთან არაგვს ავუშვებ,
მთვარეს მოვმშვილდავ ქავისკარს.
მიწამ სამზეო იხილოს _
გაზაფხულს ამოიცოხნის.
ბეგენგორ ლურჯი ღიღილო
შემხვდება შენი სიმორცხვით.
ღამის გზა გაიცისკარებს,
ლაჟვარდს გადაწმენდს ლემადე.
ჩემამდე ერთ ჯავრს ვიკმარებ,
ერთ ნატვრას გავდებ შენამდე...
კალთებს ჩამოშლის მზის სხივი
და ზეცა დასდრეკს მძიმე მხრებს,
მერე ადგეს და სიკვდილი
სადაც ვიწროა, იქ შემხვდეს...

??????