ჩხეტიანი თემურ
გაზიარება

ნაბიჯები 

შენ უეცრად დამემშვიდობე,

პირში შემაწყვიტე საბრალო სიტყვა

და წახვედი აჩქარებული ნაბიჯით. 

გავშრი,

გავშეშდი ...

ისე, რომ ვერც კი შემოვტრიალდი

და მიმავალს

თვალიც კი ვერ გამოგაყოლე. 

მესმოდა მხოლოდ ნაბიჯის ხმა,

შენი ფეხის ხმა

და მესმოდა ჩემი გულისცემა _

ექო შენი ნაბიჯებისა ... 

... მე ახლაც მესმის შენი ფეხის ხმა _

მიდიხარ აჩქარებული ნაბიჯებით;

მიდიხარ

აგერ უკვე მერამდენე წელიწადია!... 

და მესმის ჩემი დაღლილი გულისცემა _

ჩემი გული შენს ნაბიჯებს 

ისევ იმეორებს.

??????