მთვარელიძე მურად
გაზიარება

*** "დრომ ვერაფერი გააფერმკრთალა" ექსკლიუზივი

დრომ ვერაფერი გააფერმკრთალა
და ის ტკივილიც არის თავღია,
ზღაპრის იქითკენ შენი ზეცაა,
ზღაპრის აქეთკენ _ ჩემი ბაღია.
აქ ყველაფერი ისევ ისეა,
იმ ბილიკზე კი სხვები დადიან,
ზღაპრის იქითკენ შენი სევდაა,
ზღაპრის აქეთკენ ჩემი დარდია.
თითქოს ცხოვრებაც ისევ ისეა
და თითქოს გარეთ ისევ დარია,
ზღაპრის იქითკენ შენი სიოა,
ზღაპრის აქეთკენ ჩემი ქარია.
სულ შენი ნათლით შემოიფარჩა,
რაც მზეს ჩვენს შორის დღემდე უვლია,
შენი გულია ზღაპრის იქითკენ,
ზღაპრის აქეთ კი ჩემი გულია.

??????