შემოქმედელი დავით
გაზიარება

პოეტი 

ბწკარები ცრემლის მძივებად თოვდა,
რითმების მღვრიე ღარში დამფლავი,
ლექსი ზოგისთვის ძეგლი იყო და
ზოგისთვის _ საძმო მცირე საფლავი.
შენ კი რა სნება აგიტყდა შარზე,
სიტყვებით ბლანდვას რომ ვერ ეხსნები,
დიდბატონების ცრუ კარნავალზე
დადიხარ შენი დარდი _ ლექსებით.
სტრიქონის შუბი გეპყრა საომრად,
ფარას რომ ფარად ეფარვის მწყემსი,
წყევლა იყო თუ უფლის დალოცვა,
სულში რომ ჩადნა პირველი ლექსი.
ჩამოისამხრეს ნისლებმა ახლო,
როცა ცას პირველ სტრიქონს ჰპარავდი
და ლეგაქულა ლექსსამოსახლო
მეტაფორების გედგა კარავი.
ბავშვმაც იცოდი სისხლს რა ნდომია,
პარნასის კართან ფრთით ასატანი,
რომ პოეზიაც თურმე ომია,
დიდგორის დარად გადასატანი!...

??????