ჯახუა იმედი
გაზიარება

ტეხურს ექსკლიუზივი

ერთხელ იქნება _
მეც მოვიხდი დუმილის სახადს
და მოლოდინში
იმ ნანატრი დღის გათენების,
მოვიგდებ მხრებზე კოლხურ ღამეს _
იისფერ ნაბადს
და ნიავივით
ნაპირ-ნაპირ აგედევნები...
გზად,
ჭალა-ჭალა
მიძინებულს წამოვშლი ჰანგებს,
რომ შეერიონ ხმიანებას
შენი ჩქერების
და ვივლი ასე,
დაკბილული მთებით ცის სარკე
ინათებს ვიდრე
გამთენიის ფერთა ფერებით...
და ციხე-გოჯი,
პირველ სხივს რომ გუმანით იგრძნობს
თვალჩალიბრული
და დაჩეხილ თავ-პირს მოისრესს,
მეც შენს მხარდამხარ გამოვარღვევ
კლდეების ვიწრობს
და ნანგრევებში ღამენათევს
ავუქშევ ნისლებს...
გაცრიაგებულს,
ცვრით გალუმპულს
დავაგდებ ნაბადს
და რკინის ხიდთან
სისხამ მორევს გავჭრი მხარულით
და მომხიბლავი,
ვით კალმახთა მარულა სწრაფი,
სიცოცხლით სავსე დაიწყება
დღე სიხარულის!

??????