*** "მარტო ვიბრძოდი ხანჯლითა" ექსკლიუზივი
მარტო ვიბრძოდი ხანჯლითა,
ხან არ ჭრიდა და ხან ჭრიდა,
ხოლო დამფრთხალი ქალები
იხედებოდნენ ფანჯრიდან.
მარტოს მათოვდა, მაწვიმდა,
არაყსაც ვსვამდი თასითა...
ეს გული ჯავრმა შეჭამა,
გული დარდისგან გასივდა.
ჭკუას მასწავლის მწერელტყვე
და გზას მასწავლის უტვინო,
აქ ზოგიერთებს უთუოდ
მე დედა უნდა ვუტირო...
ეს რა ჭირს გადავეკიდე
გონს რად არ მოხვალ, მაცილო,
რასა კადრულობთ, ბრიყვებო,
და თქვენვე უნდა გაცინოთ.
ხოლო ამ გვერდის ავტორი
მთაში ხარჯიხვებს თოფავსა,
თქვენ თავდაყირა დადიხართ,
ან როდის მოხვალთ ცნობასა?