*** "როგორც ჭლექიან ფილტვებს ჟანგბადი" ექსკლიუზივი
როგორც ჭლექიან ფილტვებს ჟანგბადი
ანდა გარიყულ კალამს წყლის წვეთი, _
ისე მწყურია მე შენით სუნთქვა,
ისე მსურს შენი თმების სურნელი.
რა უცნაურად გაქრა ზაფხული,
როგორ უეცრად მოდგა ზამთარი.
ვეღარ გითხარი სიტყვა აქამდე,
როგორც ბალახი ცამდე მართალი.
ვიცი რომ ძლიერ მომენატრები,
მომენატრები _ ბოლო სასჯელი;
როგორც უდაბნოს წვიმებით თრობა
ანდა მეზღვაურს _ მიწის ნაგლეჯი.