ქალდანი შერმადინ
გაზიარება

*** "მწყურვალს წყარო დამეკარგა" ექსკლიუზივი

მოწყალების კარო
უნდა მოგეკარო
დ. გურამიშვილი
მწყურვალს წყარო დამეკარგა,
სული დაჭკნა, ხორცი ლაღობს.
ცოდვის მორევს შევერიე,
მოვწყდი ედემ-საბაღნაროს.
უღრან ბნელში ვიარები,
ვერ ვჭვრეტ ნათლის ბაირაღებს,
რომელიც ხარ ცათა შინა,
მოწყალების კარი აღე.
დავგმე მიწიური ზეცა,
თალხი მივაფინე თაღებს.
რომელიც ხარ ცათა შინა,
რომელიც ხარ ცათა შინა,
რომელიც ხარ ცათა შინა,
შენსკენ მოვალ, კარი აღე.

??????