ქუთათელაძე ნინო
გაზიარება

*** "მე შენ მოგიტაცებ" ექსკლიუზივი

მე შენ მოგიტაცებ
ყველა ღმერთის ჯიბრზე,
ყველა ღრუბელს იქით გადაგმალავ...
ჩემმა სიყვარულმა შენი სახლის კიბეს
როგორც გაზაფხულმა, ისე ჩაუარა.
და თვით ღმერთებს თითქოს
უღმერთობა სწამდათ
იასამნისფერი ზეცის ჯვარზე მეტად...
და მეც ეშაფოტზე ამიყვანენ, ალბათ,
შენ გაგხდიან ჩემი უღმერთობის ღმერთად.
ხალხი კვლავ იმღერებს
სასიკვდილო ფსალმუნს,
ჩემი თბილი სისხლით დახატავენ ქალაქს,
როცა შემიყვარებ მე _ მიწიერ ასულს,
წავალ სხვაგან, წავალ, წავალ.
ცა იქნება სხვისი,
მზე იქნება სხვისი
და შენც არ იქნები ჩემი, ალბათ,
დახატავენ ქუჩებს ჩემი თბილი სისხლით,
ოც კარიბჭეს ქვისას დაუდგამენ ქალაქს.
ვიცი შემიყვარებ, ვიცი,
ვიცი, ვიცი,
მე კი მაშინ შენგან
წავალ, წავალ, წავალ!..

??????