მარიკა ჩიქოვანს ექსკლიუზივი
მისივე ანდერძით მარიკას ფერფლი
გადაეყარა სიმონის საფლავს
ის დადიოდა სხვაგვარ ოცნებით
და სხვა ფიქრებით იყო მოცული.
თუ შენიშნავდნენ სადმე მგოსნები,
იტყოდნენ: _ მოდის პოეტის ცოლი.
მან არ იცოდა ღალატი ფიქრთან
და შესძლო მზერა ჩამქრალ თვალებით,
მისთვის სხვა იყო ზეცა და მიწა,
ჰქონდა წუხილიც შეუდარები.
...და ერთხელ, როცა რაღაც ტიალად
დაადგა თავზე სულეთის ქორი,
ის მოკვდა, როგორც ქალი კი არა,
ის მოკვდა, როგორც პოეტის ცოლი...