ჩალაბაშვილი თემურ
გაზიარება

ფული ექსკლიუზივი

დასაბამიდან მითი ხარ,
სახელად გქვია ფული,
ვისთვის სახარჯო ნივთი ხარ,
ვისთვის სული და გული.
წყალობ, ვინც შენს ბედს გაუგებს,
სიტყვას შენ ამბობ სეფეს,
მონას სასახლეს აუგებ,
ქოხს მოანატრებ მეფეს.
მჭირდები შავი დღისათვის,
ნატვრით არასდროს გნატრობ,
თუმც კაცის გაცნობისათვის,
ფულო, ძვირფასო,
გმადლობ!

??????