მაჩაიძე ვლადიმერ(ვოვა)
გაზიარება

უფალო! ღმერთო! ექსკლიუზივი

ვედრება
უამრავი და-ძმა სისხლით ერთობა,
თელავს დედის ჩამოგლეჯილ საყელოს,
წამიყვანე და მიშველე, ღმერთო,
წამიყვანე უცხო და უსახელო.
დინოზავრებს შორის უხმლოს, უფაროს,
მზრდიდა ცეცხლი და ოცნება _ გადია.
გაჩენიდან მამას ვეძებ, უფალო,
სამყაროში კვლავ მატრიარქატია.
ო, მარადი ობოლი ვარ, ღმერთო,
მაზიარე უკვდავების მაგიას.
წამიყვანე _ ისევ სხვას შეერთო,
ისევ ვნება მანაცვალა გეამ.
რომ ცოცხალი მამის ჭირისუფალი
ყოფნის მტვერს და ტრიალს გავერიყო.
იქნებ შენ ხარ, თუ არადა, უფალო,
დაე, შენი შვილობილი ვიყო...

??????