მაჩაიძე ვლადიმერ(ვოვა)
გაზიარება

სხვა ექსკლიუზივი

იწყევლებიან მკვდარი წამები!
არ არწმუნებენ შეშლილ წამებას:
მოხვალ _ არავის არ ენანები,
მიხვალ _ არავინ არ გენანება.
იქუფრებიან მკრთალი ფიქრები
და ფიქრთსაცავის დუმილი დნება;
გახსოვს, გეგონა, რომ არ იქნები _
აღარაფერი აღარ იქნება.
თეთრი ბურუსი რომ აინთება,
გადაისხმება ჭურჭლიდან ლექსი,
და ობელისკი ფერფლის იდგება,
ასე ამაყად სადაც იდექი.
ასე უწყალოდ რისთვის ეწამე,
ან რა საჭირო იყო წამება:
მოხველ _ არავის არ დაენანე,
წახვალ _ არავინ დაგენანება.

??????